www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 67 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო
მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო ადგილი: ქიზიყის 50.

ძირითადი მოვალეობები:

** rs.ge-დან შესყიდვების ჩამოტვირთვა.
** პორტალზე ატვირთული პროდუქციის კონტროლი;
** კლიენტის შეკვეთების დამუშავება.
** დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის ზედნადებების მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია 1C (ERP) სადისტრიბუციო პროგრამის ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება 1C ოპერატორად - მინიმუმ 1 წელი.
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა- word, excel, outlook
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალური და ოპერატიული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი 10:30-18:00.
კომპანია ახორციელებს თანამშრომლების გადაყვანას დილით საბურთალოდან (დოლიძის ქუჩიდან) საწყობის მიმართულებით და დღის ბოლოს ვარკეთილის მეტრომდე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@logistica.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |