www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციასა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა - outdoor - სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს."

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას სასმელებისა და კვების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისის მართვა და კონტროლი შინაგანაწესის შესაბამისად;
** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა და მუშაობა;
** თანამშრომლებისთვის სათანადო სწავლებების ჩატარება სასტუმროს მომსახურების კუთხით;
** თანამშრომელთათვის გაყიდვების უნარ-ჩვევების სწავლება/განვითარება;
** თანამშრომელთათვის დახმარების გაწევა და მათ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** სტუმართა მომსახურება სასტუმროსთან შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;
** თანამშრომელთა მოტივირება;
** სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
** მენიუების შედგენა და ჯავშნების მიღება;
** სალაროსთან მუშაობა, დღის დახურვა და დღის განმავლობაში სალარო ოპერაციების კონტროლი;
** HACCP სტანდარტების გათვალისწინებით რეგულარული კონტროლის გაწევა სამზარეულოსა და სამრეცხაო დეპარტამენტების მუშაობისათვის.

საჭირო უნარები/კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად 20 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |