www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: აჭარასპორტი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

"აჭარასპორტი" 2014 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს უდიდეს სპორტულ ციფრულ მედიას საქართველოში. 2021 წლის იანვარში "აჭარასპორტმა" საქართველოს მედია-კომუნიკაციების ისტორიაში უმსხვილესი გარიგება განახორციელა და შეიძინა ირლანდიური "Setanta Sports Eurasia"-ს 100%-იანი წილი. შეთანხმების თანახმად, "adjarasport"-ის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი "Setanta Sports Eurasia"-ს ბრენდი, ლიცენზიები და სატელევიზიო არხები გადავიდა, რის შედეგადაც "აჭარასპორტი" რეგიონში უმსხვილეს სპორტულ მედია ორგანიზაციად იქცა. მეტი ამ გარიგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

მიმდინარე წლის მანძილზე ჩვენ "სეტანტა ევრაზიას" სახელით ვიწყებთ ოპერირებას და საქართველოდან ვმართავთ ყველა პროცესს ცამეტივე ქვეყანაში. სატელევიზიო მაუწყებლობის გარდა, ვიწყებთ მუშაობას ციფრული პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ერთ აპლიკაციაში გააერთიანებს ჩვენს ყველა სერვისსა და კონტენტს და მასზე წვდომა მომხმარებელს გამოწერის შეძენის საშუალებით შეეძლება.

სწორედ ამიტომ იზრდება ჩვენი გუნდი და ვეძებთ ახალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თამამად შეუდგებიან ამბიციური გეგმების განხორციელებას.

როლი:

ამჟამად ვეძებთ სპორტის ენთუზიასტ მარკეტინგული პროექტების მენეჯერს. თქვენი მისია იქნება ჩაერთოთ ციფრული და ტრადიციული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში CMO-სთან ერთად. კამპანიები განხორციელდება ცამეტივე ქვეყანაში და შეეხება: მომხმარებელთა მოზიდვას, გაყიდვების სტიმულირებას, ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ა.შ. კამპანიის მექანიკა, ბიუჯეტი, KPI, მომწოდებლების შერჩევა, სარეკლამო კომპანიების ჩართულობა, ათლეტებთან თანამშრომლობა და ა.შ თქვენი გადასაწყვეტია CMO-სთან ერთად.

მოცემული წლის ფარგლებში ვუშვებთ OTT მედია პლატფორმას (over-the-top media) და შესაბამისად, ამ ახალი პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრებაში მონაწილეობის მიღება იქნება თქვენი ძირითადი მისია.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კამპანიის სტრატეგიის, მედია გეგმის, ბიუჯეტის შემუშავება, დაგეგმვა და აღსრულება;
** კამპანიის KPI-ების განსაზღვრა და შედეგების ანალიზი;
** თანამშრომლობა სხვა განყოფილებებთან, როგორიცაა ციფრული მარკეტინგის, დიზაინის, პროდუქტის მართვის და სხვა;
** რესურსების გადანაწილება, კამპანიების არხებში გაშლა და პროცესის მონიტორინგი;
** სასპონსორო შეთავაზებებისა და საპარტნიორო მოდელების შემუშავება;
** მომწოდებლების მოძიება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა.

ვის ვეძებთ:

გვჭირდება გამოცდილი პროფესიონალი, ვინც დამოუკიდებლად მართავს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ პროცესებს და მოძებნის კრეატიულ გადაწყვეტილებებს. აუცილებელია სპორტის მიმართ ინტერესი, კარგი ცოდნა პოპულარულ სახეობებში. ასევე ციფრული პროდუქტისა და მომხმარებლის ციფრულ სამყაროში ქცევის სპეციფიკის გაცნობიერება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მასშტაბური პროექტების მართვისა და ციფრულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება. ასევე, CIS და შუა აზიის ქვეყნებთან კომუნიკაციისათვის აუცილებლად დაგჭირდებათ რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** არანაკლებ 4 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
** პროექტების მართვის ცოდნა და გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა;
** კომპეტენცია სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

მოკლედ, თუ თვლით, რომ საქართველოში (ან მის ფარგლებს გარეთაც) მარკეტინგში თქვენი სიტყვა გაქვთ ნათქვამი, ხართ რისკიანი, ენერგიული და მასშტაბები აღარ გყოფნით საკუთარი თავის გამოსავლენად, გელოდებით! გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: career@adjara.com (სათაური - "Marketing MP").



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |