www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თელავი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით;
** დამატებით საბონუსე ანაზღაურებას;
** მაღაზიის დანაკლისები არ აისახება თანამშრომლის ანაზღაურებაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** წამახალისებელ აქტივობებს;
** შვებულების 24 დღეს;
** ჩვენთან მუშაობა პირველივე დღიდან ანაზღაურდება.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |