www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: აგრო+
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

კომპანია "აგრო +" (იმერეთი, წყალტუბო) აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან აგრონომიის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ A2 დონეზე (წერა, კითხვა, მეტყველება);
** Windows Office პროგრამების ცოდნა.

დირექტორის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** მოცვის ბაღების მართვისთვის საჭირო პროცესების დაგეგმვა, სეზონური სამუშაოების გეგმის შედგენაში მონაწილეობა და ორგანიზება;
** პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვება და დამუშავება;
** სამაცივრე მეურნეობის მართვაში მონაწილეობა;
** ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი;
** მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
** ხელმძღვანელის მოთხოვნით სხვა დავალების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია, საკუთარი ავტომობილის ყოლა;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: წყალტუბო.
სახელფასო განაკვეთი: 1000 ლარი, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით (შემდგომში ზრდის პერსპექტივით) და საწვავი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე agroplusgeorgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "ხელმძღვანელის ასისტენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |