www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფიტნეს ინსტრუქტორი
მომწოდებელი: Aspria Fitness
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 26 აპრილი

ქართულ-გერმანული კომპანია "Aspria Fitness" აცხადებს ვაკანსიას, ბათუმის ფილიალში, ფიტნეს ინსტრუქტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
** სავარჯიშო პროგრამის შედგენა, კონსულტაციის გაწევა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა
** სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასიამოვნო გარეგნობის გოგონა და ბიჭი
** სასურველია არამწეველი.
** მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა მწვრთნელის სამუშაოები.

გრაფიკი: კვირის განმავლობაში 6 სამუშაო დღე.
ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: mariam.barnovi@aspria.ge. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |