კომპანია "ლიდერ-ფუდი"-ის სუპერმარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას:
1. კატეგორიის მენეჯერი
სამუშაო დრო: სრული
სამუშაო ადგილი (ქალაქი, მისამართი): მცხეთა, სამხედროს ქ.73
მოვალეობები:
** კომპანიებთან მოლაპარაკებები;
** კომპანიებთან ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება;
** ფასდაკლების სისტემის გამართვა: მაქსიმალურად, საუკეთესო პირობების გამორთმევა კომპლექსური მიდგომით: მაქსიმალური ფასდაკლება პრაისის ფასიდან პლუს მარკეტინგული ხელშეკრულებების გაფორმება. (ამ შემთხვევაში მარკეტინგული ხელშეკრულება არის ქეშბექი- კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ჩატარებისა და პოზიციონირების საფუძვლით გაფორმებული);
** ასორტიმენტის შერჩევა ჯგუფებისა და საფასო სეგმენტების მიხედვით მიკუთვნებულ კატეგორიებში;
** ალტერნატიული კომპანიების და ალტერნატიული პროდუქციის კომერციულად მომგებიანობის საკითხი: პროდუქციის ბრენდ ცნობადობიდან და სარეალიზაციო ფასებიდან გამომდინარე;
** ახალი მომწოდებლის საქონლის პრაისის მიღების შემთხვევაში ფაილის გამზადება პროგრამაში შესაქმნელად და ბაზის ადმინისტრატორისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უკვე არსებული ასორტიმენტიდან კარგად რეალიზებადი პროდუქციის მარკეტებში შეტანის ორგანიზება, საფასო ჯგუფის გააქტიურება, ყველა სტრუქტურული ერთეული ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;
** ფასთაცვლილების ბაზის ადმინისტრატორისთვის გადაცემა ბაზაში ასახვისთვის, საბოლოო ფასთაცვლილების განხორციელების მიზნით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@lider-food.ge და სათაურის ველში - "Subject" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "კატეგორიის მენეჯერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
2. მაღაზიის მენეჯერი
კომპანია "ლიდერ-ფუდი"-ის სუპერმარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციებზე.
სამუშაო დრო: სრული
სამუშაო ადგილი (ქალაქი, მისამართი): თბილისი
მოვალეობები:
** პერსონალის შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი;
** სავაჭრო პროცესების მართვა - საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა,
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა,
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით,
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@lider-food.ge და სათაურის ველში - "Subject" გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მაღაზიის მენეჯერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.