სასტუმრო "აგავა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება/განთავსება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** შიდა სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
პროფესიული მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანი და კომუნიკაბელური.
გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა.
ანაზღაურება: 50 ლარი დღიურად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: hotelagava@mail.ru და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.