www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - სურსათის უვნებლობის მართვა
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

სასერტიფიკატო კურსი "სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანის სასერტიფიკატო კურსს "სურსათის უვნებლობის მართვა - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა".

სასწავლო პროცესის წარმართვისათვის გამოიყენება ონლაინ სწავლების რეჟიმი Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, პრაქტიკული სწავლება/ტესტირება ჩატარდება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში.

კურსი განკუთვნილია: როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირები, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანები, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები ზოგადად სურსათის უვნებლობისა და სურსათის უვნებლობის მართვის სფეროში.

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელისთვის: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური. დამატებითი მოთხოვნაა-მინიმალური ასაკი 18 წელი.

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

სასერტიფიკატო კურსის მიზანია:

მოამზადოს სურსათის უვნებლობის მართვის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ: სურსათის უვნებლობის მიმართ არსებული მოთხოვნები, სურსათის უვნებლობაზე მოქმედი პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში დანერგონ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა და განახორციელონ კონტროლი და შიდა აუდიტი დანერგილი სისტემის ეფექტური ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენის მიზნით. კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

** სურსათის უვნებლობაზე მოქმედ პოტენციური საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური), სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებთან დაკავშირებულ საქართველოში და სხვა ქვეყნებში არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნები, საერთაშორისო სტანდარტებით (ISO 22000; FSSC 22000) სერტიფიცირების საკითხები, სურსათის ბიზნესოპერატორების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ფორმები და მეთოდები.
** შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროფილის სურსათის საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (HACCP) დანერგვის პროცესში, ასევე განახორციელოს უკვე დანერგილი სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის შიდა აუდიტი, ხელი შეუწყოს სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას, მოამზადოს სურსათის საწარმოები საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებისთვის.

კურსის მოცულობა: 36 სთ.
კურსის ღირებულება: 500 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი.

კურსი იწყება 2021 წლის აპრილში.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/haccp//

საკონტაქტო ინფორმაცია:

თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის კურატორი: ტელ.: 555 603080.; 599318133;
ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.

სასერტიფიკატო კურსი "სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი".

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მიქაძის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, "სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი"-ს დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანის სასერტიფიკატო კურსს "სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი".

სასწავლო პროცესის წარმართვისათვის გამოიყენება ონლაინ სწავლების რეჟიმი Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, პრაქტიკული სწავლება/ტესტირება ჩატარდება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში.

კურსი განკუთვნილია:

** როგორც დიპლომირებული, ასევე ზოგადი განათლების მქონე პირების, ან მომიჯნავე პროფესიების ადამიანებისათვის, რომელთაც თავიანთი საქმიანობიდან ან სამომავლო პერსპექტივებიდან გამომდინარე აქვთ დაინტერესება აღნიშნული პროგრამის გავლისა ან/და საჭიროებენ დაადასტურონ თავიანთი კომპეტენციები სურსათის უვნებლობის სფეროში.
** კურსის მიზანია მოამზადოს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი ძირითადი ფაქტორები და პრინციპები და განახორციელონ საინსპექციო კონტროლი სურსათის მიმოქცევის სხვადასხვა ეტაპზე.

კურსის სტრუქტურა და შინაარსი:

კურსი შედგება: 2 თეორიული მოდულისაგან - სურსათის უვნებლობა (40 სთ), საინსპექციო კონტროლი (30 სთ), ორი შუალედური გამოკითხვა (1+1 სთ) და პრაქტიკა (15 სთ). საბოლოო გამოცდა- ტესტირება (1 სთ);

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეიძენს:

** ცოდნას სურსათთან ასოცირებულ საფრთხეებზე; სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფ ძირითად საკანონმდებლო მოთხოვნებზე; სურსათში ნორმირებას დაქვემდებარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ ფაქტორებზე; სურსათის ხარისხსა და ხარისხის მართვის ინსფრასტრუქტურაზე; სხვადასხვა ჯგუფის სასურსათო პროდუქციის პრიორიტეტულ დამაბინძურებლებზე და მათი წარმოებისა და გადამუშავების თავისებურებებზე; სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედ ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ უფლებამოსილებებზე; სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემებზე; სურსათის ბიზნეს-ოპერატორებზე კონტროლის განხორციელების ფორმებსა და მეთოდებზე.
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს: მსმენელი შეძლებს მიღებული ცოდნა სურსათის უვნებლობის შესახებ, სურსათის უვნებლობაზე საინსპექციო კონტროლის განხორციელების წესისა და პროცედურების, ასევე სურსათის უვნებლობაზე საინსპექციო კონტროლისას განსახორციელებელი გამოკვლევებისა და შემოწმებების შესახებ გამოიყენოს პრაქტიკაში და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-ოპერატორების საინსპექციო კონტროლი.
** შეფასებისა და დასკვნის უნარს: შეძლებს შეაფასოს სურსათის ბიზნესოპერატორის ფაქტიური მდგომარეობის დადგენილ ან ზოგად მოთხოვნებთან შესაბამისობა, ამოიცნოს კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები და მათი გამომწვევი ფაქტორები, ბიზნეს-ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი რჩევები და რეკომენდაციები.
** სწავლის უნარს: მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიძიოს შესაბამისი წყაროები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
** კომუნიკაციის უნარს: შეეძლება კომუნიკაციის დამყარება ბიზნეს-სუბიექტებთან, ამ სფეროში მოღვაწე და დაინტერესებულ სუბიექტებთან; ასევე შეიძენს სხვისი საუბრის მოსმენის, გააზრებისა და საჭიროებისას დაზუსტების უნარს, თავის საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს.

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები:

სერტიფიკატის მინიჭება შესაძლებელი იქნება პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება მონაწილეთა შეფასების სისტემაში ასახული კომპონენტების მიხედვით 70%-იანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

კურსის მოცულობა: 87 საათი (2 თვე).
კურსის ღირებულება: 300 ლარი;
სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თსუ-ის სერტიფიკატი.

კურსი იწყება 2021 წლის აპრილში.

კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/lzqg8rt3ef9iwucz9/hkxepkzqzvry-mma//

საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). კურსის კურატორი: ტელ.: 555 603080; 599318133;
ელ.ფოსტა: asmat.goderdzishvili@tsu.ge

ცენტრი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს კურსის დაწყების თარიღი. ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ უკვე დარეგისტრირებულ მსმენელებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |