www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების უფროსი
მომწოდებელი: ტიბინი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

სამშენებლო კომპანია შპს "ტიბინი დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე
შპს "ტიბინი დეველოპმენტის" საქმიანობის სფეროა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა. ამ ეტაპზე კომპანიის მშენებლობა მოიცავს გლდანის ტერიტორიას.

პოზიციის დასახელება: შრომის უსაფრთხოების უფროსი
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ზუსტად უნდა იცოდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა და რეგლამენტები, უნდა გააკეთოს მათი შესაბამისი ანალიზი, რათა კომპანიის საქმიანობა და დანერგილი დოკუმენტაცია მოიყვანოს თანხვედრაში კანონმდებლობასთან. ამასთანავე, ადევნოს თვალი კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და მუდმივად განაახლოს დანერგილი სისტემა, თუკი ამას კანონდებლობა მოითხოვს.
** შრომის უსაფრთხოების სისტემაში ჩართოს თითოეული თანამშრომელი და გაანაწილოს მოვალეობები ისე, რომ სისტემამ ეფექტურად იმუშაოს კომპანიაში.
** მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედების შესრულებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სავალდებულოა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია
** სასურველია სამშენებლო ობიექტზე მუშაობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tibini@mail.ru და გთხოვთ Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |