www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ/მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Power & Beauty
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

შპს "Power&Beauty" (Facebook: profbeauty.ge, Instagram: profbeauty_ge, web page: https://profbeauty.ge/), რომელიც გახლავთ პროფესიონალური კოსმეტიკური ბრენდების: Moroccanoil, BRITA, Apfaparf, Yonka, Olaplex, Revitalash, Revlon Professional, CND Shellac, Orly, Lakme, Janssen Cosmetics, Selective Professional, Gehwol, Kryolan, American Crew, Curaprox, Tepe, Swissdent-ის წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს კონკურსს ბრენდ/მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიაზე:

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ბრენდის გაყიდვების ბიუჯეტირება;
** ბრენდის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე აქციების დაგეგმვა და კოორდინირება, პროცესის მარკეტინგული მხარდაჭერა;
** მომხმარებლისა და კონკურენტების კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა;
** ბრენდების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათი გეგმების საქართველოს ბაზარზე გატარება;
** ონლაინ მაღაზიის და სოციალური მედიების მართვის და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** ქალაქის სილამაზის სალონებთან, აფთიაქებთან, სავაჭრო ქსელებთან წარმატებული პარტნიორობის გეგმის შემუშავება და ბრენდების დისტრიბუციის კონტროლი;
** ბრენდებზე, სემინარების დაგეგმვასა და წარმართვაში მონაწილეობა;
** არსებული გაყიდვების არხების (სილამაზის სალონების, აფთიაქები, სავაჭრო ქსელები) მუშაობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მარკეტინგის, ან შესაბამისი სფეროს მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულო, რუსული სასურველი;
** ავტომობილის მართვის უნარი ან სურვილი/შესაძლებლობა დაეუფლოს მას;
** კომპიუტერული პროგრამების Excel, Power Point, Word სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა.

საჭირო თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა
** წარმატებაზე და გაყიდვებზე ორიენტირებულობა
** კლიენტებთან მუშაობის უნარი
** კოსმეტიკური პროდუქციით დაინტერესება

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.kakulia@gmail.com და მიუთითოთ თემა: "Brand/Marketing Manager".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |