www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი - საბურთალო
მომწოდებელი: www.wishlist.ge
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

კომპანია Wishlist.ge - "ვიშლისთის" საბავშვო პროდუქციის მაღაზია, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. #1 (სითი მოლი)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: ფიქსირებული - 500 ლარი, ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე კვირაში.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge 2021 წლის 29 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |