www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"ქალთა ფონდი" საქართველოში არის ადგილობრივი, ფემინისტური, გრანტისგამცემი ორგანიზაცია, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა ქალთა უფლებების და ფემინისტი/ქვიარ/მწვანე აქტივისტების და მათი მოძრაობების მხარდასაჭერად, გენდერული, სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის მისაღწევად, ქალთა გაძლიერებისა და ლიდერული ზრდისათვის. ქალთა ფონდი თავისი პროგრამებით და ინტერსექციული მიდგომით, ცდილობს ძალადობის და დისკრიმინაციის, სტრუქტურული უთანასწორობის აღმოფხვრას და ქვეყანაში სოციალური/კულტურული ტრანსფორმაციული ცვლილებების გამოწვევას. თავისი არსებობის მანძილზე, ქალთა ფონდს გაცემული აქვს 800-მდე გრანტი, თანხით 4, 773, 644 ლარი, ქალთა ფორმალური და არაფორმალური ჯგუფებისთვის. ქალთა ფონდი ასევე მუშაობს გრანტის მიმღებების შესაძლებლობის ზრდის მიმართულებით. ქალთა ფონდის წლიური ბიუჯეტი შეადგენს 2, 600, 000 ლარს, ფონდს ჰყავს 7 წევრისგან შემდგარი დირექტორთა საბჭო, მრჩეველთა საბჭო და 10 თანამშრომელი. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

"ქალთა ფონდი" აცხადებს ვაკანსიას ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც თავდაპირველად, ერთი წლის განმავლობაში, იმუშავებს თანადირექტორის პოზიციაზე, ხოლო ერთწლიანი ერთობლივი მუშაობის შემდგომ, თანა-დირექტორი დაიკავებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას. შეთანხმების ყველა დეტალი წარმატებულ კანდიდატთან დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ქალთა ფონდი ეძებს კანდიდატს, რომელიც უპასუხებს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის ყველა იმ მოთხოვნას, რაც წარმატებულ კანდიდატს საშუალებას მისცემს, ფონდის თანამშრომლებთან და დირექტორთა საბჭოსთან ერთად, განავითაროს ფონდის ორგანიზაციული შესაძლებლობები, შეინარჩუნოს ფემინისტური ლიდერობის პრინციპები და ეფექტურად დაუჭიროს მხარი ფემინისტურ/ქვიარ/ქალთა/მწვანე მოძრაობების განვითარებას საქართველოში.

ამ პოზიციაზე ქალთა ფონდი განიხილავს კანდიდატებს შემდეგი მოთხოვნებით:

** ორგანიზაციული განვითარება - ქალთა ფონდის პოლიტიკის განვითარება, პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა და განახლება; ფონდის პროგრამების (საგრანტო და არასაგრანტო) შენარჩუნება/განვითარება; ფონდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და გრძელვადიანი დაგეგმვა, თანამშრომლების მხარდაჭერა ეფექტური გუნდურ მუშაობაში, მეგობრული სამუშაო გარემოს შექმნა და კრიზისების მართვა.
** ლიდერობა - ფემინისტური პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვა, ინტერსექციულობის, ინკლუზიურობისა და თანასწორობის დემონსტრირება, ანგარიშვალდებულება და ღიაობა, ფონდის ფემინისტური პოზიციონირება ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიასთან, გუნდის და პარტნიორების ინსპირირება და მენტორობა, მათთვის უსაფრთხო გარემოს და განვითარების შესაძლებლობის შექმნა, მათ შორის კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკების დანერგვით.
** სტრატეგირება - ქალთა ფონდის სტრატეგიის შემუშავება ფონდის თანამშრომლებთან, ბორდთან, მრჩევლებთან და კონსულტანტებთან ერთად; საერთაშორისო ქსელებთან და ფემინისტურ ფონდებთან თანამშრომლობა; ქალთა ფონდის შიდა ორგანიზაციული და თანამშრომელთა შეფასების წარმართვა.
** ფანდრაიზინგი და ქსელური მუშაობა - ფონდის ფანდრაიზინგის წარმართვა და გამრავალფეროვნება პოტენციურ დონორებთან და მხარდამჭერებთან კონტაქტების დამყარებით და არსებულ დონორებთან ურთიერთობის გამყარებით; ფონდის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობაზე ზრუნვა.
** კომუნიკაცია - ფონდის ეფექტური პოზიციონირება ფართო აუდიტორიასთან, წარდგენა აქტივისტების, მოძრაობების, პარტნიორების, მხარდამჭერების, მედიის წინაშე, ფონდის ხილვადობის გაზრდა,
** გრანტის მიმღებ პარტნიორებთან ურთიერთობა - მათი მხარდაჭერა ორგანიზაციულ განვითარებაში; მონაწილეობა მათთან შეხვედრების ორგანიზებასა და განხორციელებაში; გრანტიორების მონაცემთა და საგრანტო პროგრამების გაანალიზებაში ფონდის თანამშრომლების დახმარება.

პროფესიული მახასიათებლები (განათლება და გამოცდილება): წარმატებული კანდიდატად მოიაზრება ადამიანი, რომელიც კარგად აცნობიერებს სოციალურ სამართლიანობის პრინციპებს, ფილანთროპიულ კლიმატს და გამოწვევებს გლობალურად თუ ლოკალურად, რომელსაც აქვს მჭიდრო ბმა ქალთა/ფემინისტურ და სხვა სოციალურ მოძრაობებთან და გრასრუთ აქტივიზმთან.

** განათლება - სოციალური მეცნიერებები (სასურველია მაგისტრატურის დიპლომი);
** გამოცდილება ლიდერულ პოზიციაზე გრანტისგამცემ ან არასამთავრობო ორგანიზაციაში არა ნაკლებ 5 წლისა;
** გუნდთან ეფექტური მუშაობის გამოცდილება, ანგარიშვალდებულება, ღიაობა, ნდობა და პატივისცემა;
** სტრატეგიული ფანდრაიზინგის გამოცდილება საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან;
** მართვის და გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება;
** ფინანსურ სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობის გამოცდილება;
** დონორებთან ანგარიშგების გამოცდილება;
** სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
** სპეციფიკურ ჯგუფებთან მუშაობის კარგი კომუნიკაციის გამოცდილება;
** ორგანიზაციის ადმინისტრაციული მართვის გამოცდილება;
** ენების ცოდნა (ქართული და ინგლისური თავისუფლად, საბაზისო რუსულიც);
** ხშირი საერთაშორისო მგზავრობების შესაძლებლობა.

პიროვნული მახასიათებლები: წარმატებული კანდიდატი უნდა იყოს პრინციპული ფემინისტი, გენდერული, ეთნიკური ეკონომიკური, გარემოსდაცვითი სამართლიანობისადმი ერთგული, ღია და შემოქმედებითი, ლიდერობასთან ერთად შეეძლოს გუნდური მუშაობა, ჰქონდეს ძალაუფლების გადანაწილების და გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღების უნარი, იყოს მოქნილი, სოლიდარული და მზრუნველი თანამშრომლების და პარტნიორების მიმართ.

სასურველი (არა სავალდებულო): განათლება გენდერის კვლევის მიმართულებით, ან მუშაობის გამოცდილება ქალთა ორგანიზაციაში.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ: CV, სამოტივაციო წერილი, ვაკანსიისთვის რელევანტური მასალა (ინტერვიუ, ნაშრომი, კვლევა, ბლოგპოსტი, ან სხვ., ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: info@womenfundgeorgia.org.

აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადა: 2021 წლის 30 აპრილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |