www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება გარემოს დაცვის მიმართულებით
მომწოდებელი: სამოქალაქო მოძრაობა გავიგუდეთ
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 18 აპრილი

სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ", USAID EWMI/ACCESS-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა რუსთავში" ფარგლებში, აცხადებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

სტაჟირების ადგილი: რუსთავი
სტაჟირების დაწყების თარიღი: არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა
სამუშაოს განაკვეთი: ნახევარი
ანაზღაურება: 110 დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)

ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, პოზიციაზე განიხილებიან მხოლოდ რუსთავში მცხოვრები კანდიდატები.
სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რათა სტაჟირების სწავლასთან შეთავსება შეძლონ.

სამუშაო გამოცდილებას არ ვითხოვთ, თუმცა, ჩაითვლება უპირატესობად. მთავარია, კანდიდატი იყოს ძალიან მონდომებული, დეტალებზე ორიენტირებული და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული. დანარჩენს ადგილზე ვასწავლით.

სტაჟირების ბოლოს გაიცემა რეკომენდაციის წერილი და განიხილება სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ მეორე კურსის სტუდენტი;
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (კარგად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** აკადემიური წერა;
** ანალიტიკური უნარები.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი და გარემოსდაცვითი საქმიანობისადმი ინტერესი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარები.

მოვალეობები:

** ხელმძღვანელების ზედამხედველობის ქვეშ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რაც ძირითადად მოიცავს ადმინისტრაციულ საქმეებს. ასევე, რადგან ჩვენი მიზანია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სტაჟიორს, ის უნდა დაესწროს ორგანიზაციის აქტივობებსაც და, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს დოკუმენტების განხილვასა და სხვადასხვა აქტივობაში;
** ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა;
** სამუშაო შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზებაში დახმარება;
** საიტისა და სოციალური მედიის გვერდების ადმინისტრირებაში დახმარება.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის.

სტაჟირების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი სამოტივაციო წერილი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gavigudet@gmail.com 2021 წლის 18 აპრილის ჩათვლით. ელფოსტის დასახელებაში (subject) მიუთითეთ "სტაჟიორი".

არასრული სახით წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 25 აპრილისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |