"ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო" აცხადებს "კომპლექსური დავალებების" კონკურსს პედაგოგებისთვის, რომლის მიზანია - მოსწავლეებში მეწარმეობის, როგორც გამჭოლი კომპეტენციის, გამომუშავება.
"კომპლექსური დავალება" შესაძლებელია მომზადდეს კონკრეტული საგნის, საგნობრივი ჯგუფის, სწავლების საფეხურის ან/და კლასის მიხედვით.
კონკურსის საფუძველზე შერჩეული საუკეთესო "კომპლექსური დავალებები" მოხვდება სახელმძღვანელოში - "კომპლექსური დავალებების კრებული მეწარმეობაში".
ერთი პედაგოგის მიერ შესაძლებელია რამდენიმე კომპლექსური დავალების წარმოდგენა.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო დღეა 2021 წლის 20 მაისი.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:
1. შეავსოთ "კომპლექსური დავალების წარდგენის ფორმა". ჩამოტვირთეთ ბმულიდან: https://drive.google.com/file/d/18Zdh8A2ov7fjq0Itf79AXbyU-YDZ9xTI/view?usp=sharing
2. შევსებული ფორმა გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: juniortrainings@gmail.com და ელ.ფოსტის Subject-ს გრაფაში მიუთითეთ დასახელება: "კომპლექსური დავალებების კონკურსი პედაგოგებისთვის".
საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 10 აპრილს, 12:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში, "ZOOM.US" პლატფორმის მეშვეობით.
საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/Ktj6tQgPTS9UmAjv6
დამატებითი კითხვები მოგვწერეთ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/JAGeorgia ან ელ.ფოსტაზე: juniortrainings@gmail.com