www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი, აფთიაქის მენეჯერი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

შპს "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიებს ფარმაცევტის და აფთიაქის მენეჯერის პოზიციებზე.

"ნეოფარმი"-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

1. ფარმაცევტი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა

ჩვენ ვეძებთ მათ, ვინც არის:

** უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო განათლების მქონე (განიხილებიან სტუდენტებიც);
** იცის კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე;
** იცის ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო (სასურველია);
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შეუძლია გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** არის ორგანიზებული;
** აქვს დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** არის გუნდური, მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;
** მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
** პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);
** პროდუქციის ნაშთების კონტროლსა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.

2. აფთიაქის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სტანდარტული(10:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** პროდუქციის განლაგების დაცვის, პროდუქციის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო განათლება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სააფთიაქო ქსელში;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

"ნეოფარმი" გთავაზობთ მუდმივი განვითარების შესაძლებლობას, თქვენ გაივლით სწავლების პრაქტიკულ კურსს, მიიღებთ ცოდნას და მზად იქნებით სამუშაოს შესასრულებლად. ჩვენთან პრაქტიკა და სტაჟირება ანაზღაურებადია.

ჩვენ გთავაზობთ:

** ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის გარკვეული თანმიმდევრული ეტაპების გავლას.
ჩვენ გელოდებით შენ!

დაგეგმე შენი კარიერა "ნეოფარმთან" ერთად!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@neopharmi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ფარმაცევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 54 50 97.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი+"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097

კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |