ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს "სამედიცინო სამსახურის ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები".
კურსი განკუთვნილია:
სამედიცინო პროვაიდერების და სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მენეჯერების, ადმინისტრატორების, განყოფილების ხელმძღვანელების, ექიმებისა და ექთნებისათვის,
ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმწოდებლებისათვის,
ფარმაცევტული ქსელის მენეჯერებისათვის,
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა:
არსებულ პოზიციაზე არანაკლებ ნახევარწლიანი სამუშაო გამოცდილება და წინასწარი გასაუბრება.
კურსი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში ხარისხის მართვის მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას მსმენელისთვის ორგანიზაციის ეფექტურობისა და ეფექტიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, შეასწავლოს მსმენელს ლინ მენეჯმენტისა და სამედიცინო სამსახურის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები, განუვითაროს მსმენელს პრაქტიკული უნარ-ჩვევები სამუშაო ადგილზე სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარჯთეფექტური მეთოდების წარმატებულად წარდგენა/დანერგვისთვის; განუვითაროს მსმენელს პერსონალური თუ გუნდური პასუხისმგებლობა-ანგარიშვალდებულება სამუშაო ადგილზე, საუკეთესო შედეგებისადმი სწრაფვა და პრობლემური საკითხის გადაჭრისადმი ინოვაციური მიდგომა. საზოგადოდ, ხელი შეუწყოს ორგანიზაციაში უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის დამკვიდრებას უკეთესი კლინიკური და ფინანსური შედეგების მისაღწევად.
კურსის მოცულობა: 28 საათი
კურსის ღირებულება: 400 ლარი
კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.tsu.ge/ka/continuous-courses/certificate-training/programs/421
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). ტელ.: 2250484 (შიდა ნომერი 1463); 599930920.