www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

"კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქსირებული+ბონუსი)

მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** სტრატეგიის შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება;
** კომპანიის მაღალი ცნობადობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
** ლოიალობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება როგორც მომხმარებლებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** მომხმარებლის ნაკადის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა;
გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა მარკეტინგული კომუნიკაციების საშუალებით.
** კომპანიის ქსელში შემავალი ყველა ობიექტისათვის განვითარების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება მარკეტინგული კომუნიკაციების გზით;
** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, აქციების დაგეგმვა და ორგანიზება
კომპანიის შიდა და გარე ვიზუალური სტანდარტის განვითარება და მისი მუდმივი კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი აქციების, სპეც შეთავაზებების და მარკეტინგული კომუნიკაციების მოფიქრება და განხორციელება;
** სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე კომპანიის წარდგენა და რეკლამირება (სპონსორობა, პარტნიორობა, სხვა სახის ოფიციალური და არაოფიციალური აქტივობა);
** BTL კომუნიკაციების მუდმივი წარმოება (დეგუსტაციები, სემპლინგი, პრომო აქციები, სპეც აქციები);
** მედია კომუნიკაციების წარმოება სოციალური პლატფორმების გამოყენებით (Facebook / Instagram / LinkedIn);
** სოციალური მედიის ბიუჯეტირება და ბიუჯეტის ათვისება;
** სხვადასხვა სახის გათამაშებების და აქტივობების განხორციელება.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ბიზნეს / მარკეტინგის განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან HORECA მიმართულებით;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
საქმიანი და კორპორატიული მიმოწერის მაღალი კულტურა;
** საოფისე და გრაფიკული პროგრამების ცოდნა - Microsoft Office / Adobe Photoshop / Adobe Ilustrator.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეატიულობა;
** მაღალი პაუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |