www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სს საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია - "დიჯითალ არეა" (EXTRA.GE) აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.

Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი. Extra.ge ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით. Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქციები:

** კურიერული მომსახურების გაწევა - ვენდორების მისამართებიდან პროდუქციის წამოღება და ადრესატამდე მიტანა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა და/ან ადრესატიდან წამოღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი/საკუთარი სკუტერი.

სავალდებულო უნარები:

** ლოიალობა;
** სერვისულობა;
** მოქნილობა.

ძირითადი პირობები:

** კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯს და მანქანის ცვეთის ხარჯს;
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00, კვირაში 5 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე: careers@digitalarea.ge არაუგვიანეს 15 აპრილისა. სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითeთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |