www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"ორკინი საქართველო" / შპს "სამომხმარებლო მომსახურება" (www.orkin.ge) აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება/პირობები: საწყისი 3 თვიანი საგამოცდო პერიოდის ხელფასი, ხოლო შემდეგ საშტატო ხელფასი.
სასურველია პრეტენდენტი ცხოვრობდეს ქალაქ ბათუმში.

დამსაქმებლის შესახებ:

"ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს "Orkin International", რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია).

პერსპექტივა: ტექნიკურ სპეციალისტს ექნება საშუალება გაიაროს კარიერული კიბე კომპანიის შიგნით - გახდეს უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის უფროსი, ტერიტორიის უფროსი და ფილიალის უფროსი. პოზიციურ ზრდასთან ერად გაიზრდება ანაზღაურების ის მინიმუმ მაქსიმალური ზღვარი რაც ზემოთ არის მოცემული.
ტექნიკურ სპეციალისტს ასევე საშუალება ექნება გაიცნოს შეისწავლოს და აითვისოს მომსახურების სფეროში მუშაობის უნარ-ჩვევები რაც სხვადასხვა მომსახურების სფეროში მუშაობისთვის გამოადგება.

ტექნიკური სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის ობიექტის ინსპექტირება, შემოწმება, მონიტორინგი
** კლიენტის ობიექტის (გარე და შიდა ტერიტორიაზე) სპეციალური მასალების გამოყენებით დამუშავება (დერატიზაცია, დეზინსექცია და დაკავშირებული დეზინფექცია) და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება
** ქიმიური საშუალებების გამოყენება ინსტრუქციების და ეტიკეტის შესაბამისად
** კლიენტის ზეპირი კონსულტაცია სანიტარიის, ჰიგიენის და შენობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით
** ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების და სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა
** ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება 100-მდე ობიექტზე
** დოკუმენტური მონაცემების წარმოება ობიექტებთან დაკავშირებით და გახარჯულ მასალა-მარაგებთან დაკავშირებით
** მიბარებული ავტომობილის მოვლა-პატრონობა
** მიბარებული აპარატურისა და დანადგარების მოვლა-პატრონობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 21 წლიდან
** სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლის ან მეტი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის, სასაწყობე მეურნეობისა ან მომსახურების სფეროს სხვა მიმართულებით
** სავალდებულოა ავტო მანქანის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია) ან უახლოეს მომავალში მართვის მოწმობის მოპოვება
** უმაღლეს განათლებას მიენიჭება უპირატესობა
** სასურველია (არა აუცილებელი) რომ კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პროფესიონალურ-ტექნიკურ ცენტრში, კოლეჯში ან სხვა დაწესებულებაში გადამზადების კურსი
** ენტიმოლოგიაში, ზოოლოგიაში, ჰიგიენა-სანიტარია და სურსათის უვნებლობის დარგში განათლებას მიენიჭება უპირატესობა
** სასურველია რუსულის ან ინგლისურის ცოდნა (აუცილებელი არ არის).
** პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
** ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
** შრომის მოყვარე და ამოცანების მოგვარების მიმართ ინტერესი
** კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად შენიშვნის მიღება, საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
** აუცილებელია, რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
** მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება
** სამუშაო მოითხოვს ფიზიკურ ფორმაში ყოფნას
** სამუშაო მოითხოვს ფორმის ტარებას, აღჭურვილობის ტარებასა და დოკუმენტების თან ტარებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tina.amirejibi@orkin.ge (თინა ამირეჯიბი)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |