www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR პროგრამული პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს HR პროგრამული პროდუქტის მფლობელს (Product Owner), რომელიც დაგვეხმარება ციფრული პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი სამუშაო:

** HR პროგრამულ პროდუქტში ცვლილებებისა და პროგრამის გაუმჯობესების მოთხოვნების მართვა;
** HR პროგრამული პროდუქტის ქვეყნის შრომით კანონმდებლობასთან მუდმივ შესაბამისობაში მოყვანა;
** ინდუსტრიაში არსებული პრაქტიკების ანალიზი და ჩვენი პროგრამული პროდუქტის მათთან შესაბამისობაში მოყვანა;
** დამკვეთის მიერ დასმული ამოცანებისა და პროცესების ანალიზი და დოკუმენტირება;
** პროგრამული პროდუქტის კონცეფციის შემუშავება და დამკვეთთან შეთანხმება;
** დამკვეთთან შეთანხმებული კონცეფციის დეველოპმენტ გუნდის წევრებისათვის გადაცემა;
** დეველოპმენტ გუნდის მიერ შესრულებული ამოცანების მიღება და დამკვეთისათვის ჩაბარება;
** პროდუქტის აღწერისა და დანერგვის სცენარების მომზადება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად პროდუქტის პრეზენტაციის სცენარის მომზადება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და პროგრამული პროდუქტის წარდგენაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR სფეროსა და პროცესების ძალიან კარგი ცოდნა და აღქმა;
** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** HR პროგრამულ პროდუქტში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის თავისუფალი ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 2,500 - 3,000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "HR Product Owner".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |