www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი მზარეული
მომწოდებელი: გუდვილი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე:

პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** საამქროს გამართულად მუშაობაში ჩართულობა;
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მოსამზადებელი კერძების განსაზღვრა დღის გეგმის შესაბამისად;
** საჭირო რაოდენობის საკვები პროდუქტების აწონვა და მომარაგება არსებული დღის გეგმის შესაბამისად;
** საკვები პროდუქტების გამოყენება არსებული კერძის ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად;
** კერძისთვის საჭირო ინგრედიენტების შემოწმება ხარისხის დონის განსასაზღვრად;
** მიღებული კერძის შესაბამისობის განსაზღვრა გამოყენებულ ნედლეულთან;
** მიღებული შეკვეთის ვადებში შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/შეფასება;
** საამქროს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

1. აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
2. გასაუბრება არმ სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrg@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ "უფროსი მზარეული".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |