www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადგილობრივი გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 25 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

"აპტოსს" ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

"აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. "აპტოსის" ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი და წარმოება მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღასა და ბერლინში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს ადგილობრივი გაყიდვების სპეციალისტს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის დამყარება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** ზედნადებებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ადგილზე გამოწერა;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა;
** კონსიგნაციის შემთხვევაში მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** კონგრესის, სასწავლო კურსების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთა დავალიანებების კონტროლი და თანხების დროული ამოღება;
** პრობლემურ კლიენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება და გაყიდვების მენეჯერთან ერთად პრობლემის მოგვარება;
** გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) გამართულად ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს:

** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიულ მობილურ ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

დაინტერესების შემთხვევაში, 15 მაისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@aptos.ge; გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადგილობრივი გაყიდვების სპეციალისტი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |