www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-ოპერატორი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

კომპანია "ელთიბი" _ ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა/მომსახურება;
** პროგრამაში მუშაობა - ERP (1C);
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვებში.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტ-ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |