www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის რეზერვი ოპერატორი
მომწოდებელი: უნიქარდი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

"უნიქარდი" აცხადებს ვაკანსიას - სატელეფონო ცენტრის რეზერვი ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების პასუხი;
** მომხმარებლის ინფორმირება ზოგადად დასმულ შეკითხვებზე და/ან მათი გადამისამართება შესაბამის ადრესატებთან;
** მომხმარებელთა ანგარიშებზე სხვადასხვა სახის ოპერაციების განხორციელება პროდუქტებისა და პროცედურების დეპარტამენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** შემოსული ზარების შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვა ანგარიშების წარმოება - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
** მომხმარებლებთან და/ან მათს მომსახურებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების ოპერატიული და ეფექტური მოგვარება ან მათ მოსაგვარებლად უშუალო ხელმძღვანელის ჩართვა;
** კომპანიაში არსებული ყველა პროდუქტის და პროცედურის სრულყოფილი ცოდნა, რაც დაკავშირებულია მომხმარებელთა სატელეფონო მომსახურებისათვის;
** მომხმარებლების მომსახურების სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

აუცილებელი უნარები:

** დახვეწილი, გამართული მეტყველება, სასიამოვნო ხმა;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა;
** MS Office-ის და ინტერნეტის საძიებო სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (cv) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სატელეფონო ცენტრის ოპერატორი.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.unicard.ge გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტში მოცემული მონაცემებით (შემდგომშ "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: ტელეფონის ნომერზე: (+995) 32 2 555-222.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს ფეი უნიქარდისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაეცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს ფეი უნიქარდში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |