www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" (http://www.gcfund.ge/en/gtdf) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან ურთიერთობა;
** ფინანსური რეპორტინგის გუნდის სამუშაო პროცესში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი რეპორტინგის ან აუდიტის მიმართულებით;
** განათლება: ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი; სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები;
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ქართული ენის და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA-ის სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2021 წლის 14 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |