www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ელიოტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

ციფრული მარკეტინგის სააგენტო Elliot (http://www.elliot.ge) აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

განიხილებიან ახალი კურსდამთავრებულები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-19:00; პარასკევი 10:00-17:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 625 ლარი (დარიცხული) და ბონუსები ელიოტის საბონუსე სქემის შესაბამისად
დამატებითი ბენეფიტები: დაზღვევა, მობილურზე სასაუბრო დრო.

ფუნქცია მოვალეობები:

** პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის საჭირო შეთავაზების მომზადება/დამუშავება
** ახალი კლიენტების მოძიება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება
** კლიენტებთან შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება
** კრეატიულ გუნდთან ერთად შეთავაზების დეტალური მომზადება/დამუშავება
** კლიენტებისთვის უნდა წარმოადგენდეს მთავარ საკონტაქტო პირს ნებისმიერი საკითხთან დაკავშირებით
** უზრუნველყოს გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება დამკვეთებთან
** დამკვეთის მიერ დასახული ამოცანებისა და საჭიროებების დროული და წარმატებული მიწოდების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** მიმდინარე პროექტის მონიტორინგი და კორექტირებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში;
** კომპანიის გუნდურ სამუშაოებში/თათბირებში/განხილვებში მონაწილეობის მიღება თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** აუცილებელია ინტერესი და განვითარების სურვილი მარკეტინგისა და/ან გაყიდვების მიმართულებით;
** განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და/ან მარკეტინგის მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის (ინგლისური/რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეიზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე Naniko@elliot.ge და "Subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |