www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას.

კლინიკა "ენმედიცი" დაარსდა 1996 წელს, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ბაზაზე. თანდათან ცენტრის სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა სხვადასხვა კლინიკური დარგების მიმართულებით.

ამჟამად იგი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებათა გაერთიანებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია აერთიანებს სათაო კლინიკას(წინანდლის ქ. N9) - ამბულატორიულ-სტაციონარული სერვისებით და პოლიკლინიკური ტიპის 3 ფილიალს, ბათუმსა და თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება -(აუცილებელია 2 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
** ასაკი - 35 წლამდე
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტების მიღება/დარეგისტრირება;
** შესაბამისი მომსახურების გაფორმება;
** პაციენტისგან თანხის მიღება მომსახურების ღირებულების შესაბამისად;
** სხვა მითითებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:00-დან 15:00-მდე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, წინანდლის ქ. N9 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@enmedic.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |