www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: OneSoft Training Centre
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"OneSoft Training Centre" აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ ონლაინ კურსზე.

პროგრამის აღწერა:

"ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** შესყიდვები
** საწყობი და მარაგები
** წარმოება
** გაყიდვები
** CRM
** ბუღალტერია
** HR
** ფინანსური ანგარიშგებები
** Rs.ge.

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

მიზნობრივი ჯგუფი:

** სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და გენერალური დირექტორები
** მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე
** დაბალი რგოლის მენეჯერები
** სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00 - 21:00).
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.
სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

** გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ
** დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე
** ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის
** პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა.

ტრენინგი ჩატარდება საკომუნიკაციო პროგრამა "Zoom"-ის მეშვეობით.

კურსის სტანდარტული ღირებულება: 360 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

** კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ
** "OneSoft Training Centre" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3ijDYGn

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, OneSoft Training Centre.
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 599 13 36 99; +995 558 99 75 98
ელფოსტა: info@1soft.ge
ვებ-გვერდი: www.onesoft.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |