www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დამწყებ პოზიციაზე - უსაფრთხოების სუპერვაიზერი

სამუშაო ლოკაცია: ისთფოინთი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ერთ-ერთ ფილიალში უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** პროდუქციის მიღების მონიტორინგი და პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობის უზრუნველყფა
** მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა
** სახანძრო სიგნალიზაციის კონტროლი
** სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწარფი და სწორი რეაგირება

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მაღალი მოტივაცია, დისციპლინა და ორგანიზებულობა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - უსაფრთხოების სუპერვაიზერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |