www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

"დომინო" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზის ყოველდღიურ წესრიგზე ზრუნვა;
** დარბაზის თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო ვიზუალის კონტროლი;
** სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლების შესვენების დროის აღრიცხვა და კონტროლი;
** მომსახურების სტანდარტების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** მოახდინოს ჰიგიენური საშუალებების შეკვეთების მიღება და გაფორმება;
** ორგანიზება გაუწიოს თანამშრომლების ყოველდღიური მგზავრობის პროცესის გამართულობას;
** მოახდინოს დიასახლისების ყოველდღიური დასწრების ტაბელის წარმოება პროგრამა 1C-ში;
** აკონტროლოს დარბაზის დეზინფექციის პროცესი;
** აკონტროლოს კოვიდ-19-ის რეგულაციების ზუსტი შესრულება კომპანიაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
** მაღალი კორპორატიული კულტურა;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge ; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |