www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტანსის დღის ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ასისტანსის დღის ოპერატორის პოზიციაზე.

განცხადების ვადა: 19 აპრილი - 19 მაისი , 2021
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5-დღიანი სამუშაო კვირა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება მედიცინის ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით
** სადაზღვევო სფეროში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office)

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი და თავაზიანი
** მომსახურებაზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა/დისციპლინირებულობა
** დაკვირვება და ანალიზის უნარი
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ზარებზე პასუხი, დაზღვეულთა იდენტიფიცირება, კონტრაქტის პირობების მიხედვით მათი გადამისამართება პროვაიდერ კლინიკებში;
** არასიცოცხლის დაზღვევის (ავტოზარალი, ქონების ზარალი) დაფიქსირება და შესაბამის მენეჯერთან გადაცემა
** კლიენტების და პოტენციური კლიენტების დადგენილი სტანდარტებით მომსახურება და კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა
** დაზღვეულებისათვის მათი კონტრაქტის სწორი ინტერპრეტირება
** გამავალი ზარების განხორციელება საჭიროებისამებრ-დაზღვეულთა მოთხოვნით სხვადასხვა პროვაიდერ კლინიკებში ვიზიტების დაგეგმვა
** შეტყობინებების მართვა-კლინიკებიდან შემოსული შეტყობინებების ჩანიშვნა
** კლიენტების და პოტენციური კლიენტების კომპანიაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად მომსახურება
** დადგენილი პერიოდულობით რეპორტების მომზადება

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |