www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ გვერდის მეშვეობით შემოსული შეკვეთების დამუშავება;
** კლიენტებთან დაკავშირება შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
** შეკვეთების გადახდის ვადების კონტროლი;
** შეკვეთების საკურიერო სამსახურში გადაგზავნა;
** კლიენტებთან დისტანციურად პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტისთვის შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის დისტანციურად შევსებაში;
** საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა; (MS Word, MS Excel)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატიურობა და მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

პირობები:

** გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 10:00-22:00 ( კომენდანტის საათის პირობებში 10:00-19:00)
** ანაზღაურება: 650 ლარი + ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |