www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

საქართველოს სალიზინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში ქვებრენდის - ტურბოს მიმართულებით.

ლიზინგი დაფინანსების ერთ-ერთი ფორმაა, რაც გულისხმობს აქტივით სარგებლობის უფლებას წინასწარ განსაზღვრული ვადით და თანხის სანაცვლოდ. ლიზინგის ვადის გასვლის ბოლოს აქტივი გადადის კლიენტის საკუთრებაში. ტურბო საქართველოს სალიზინგო კომპანიის ქვებრენდია, რომლის პროდუქტსაც წარმოადგენს ავტოლიზინგი და ავტოლომბარდი.

ტურბოს შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე http://www.turbo.ge

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა: კონსულტაცია, ტურბოს პროდუქტის გაცნობა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და ტურბოს პროდუქტების შეთავაზება;

სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები - აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2021 წლის 4 მაისისა . გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის რეგიონი და თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |