www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

შპს "ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

თანამდებობა: იმპორტის მენეჯერის ასისტენტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგრის ქ. 2
სამუშაო განაკვეთი: 09:30 - 18:00

სამუშაოს აღწერა:

** საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიება;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბაჟო პროცედურებისთვის დოკუმენტაციის შედგენა;
** სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკება და პირობების შეთანხმება;
** არსებულ კომპანიებთან შეკვეთების გაგზავნა;
** საბაჟო პროცედურების და საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ ფოსტაზე hr@europroduct.ge
და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |