www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული პროექტების და გაყიდვების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას კომერციული პროექტების და გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომერციული პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება, მენეჯმენტი;
** გაყიდვების მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის გაყიდვების მსხვილი არხების განვითარება;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით კომერციული პროექტების და აქტივობების ინიცირება;
** შემოსავლების ანალიზი და შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
** გუნდის მიერ შესრულებული გეგმების მონიტორინგი /ინფორმაცის ანალიზი;
** კომპანიის მსხვილ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და შემდგომი ურთიერთობის განვითარებაზე ზრუნვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, პროექტ მენეჯმენტის ან კომერციული პროექტების მართვის კუთხით მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (C1)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაბელური, კრეატიული, ორგანიზებული და დამოუკიდებელი;
** დედლაინებსა და შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2021 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/komerciuli-proeqtebis-da-gayidvebis-ganyofilebis-xelmdzgvaneli/411

ევექსი კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |