www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

დელიკატესებისა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მაღაზიათა ქსელი "Gastronome • გასტრონომი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე დიღმის ფილიალის ბისტროში (ბელიაშვილის 27) და ასევე სტეიკ ჰაუსში, რომელიც იხნება მაისის შუა რიცხვებში ვაჟა - ფშაველას გამზირზე.

https://www.facebook.com/GastronomeGeorgia/
https://www.facebook.com/bistrobygastronome

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება.

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ანაზღაურება: 800 ლარი (700 ლარი საგამოცდო ვადის პერიოდში 3 თვე)
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი (ამ ეტაპზე 2 დღე სამუშაო/2 დღე დასვენება, კომენდანტის საათის გაუქმების შემდგომ კვირაში 6 დღე 39 საათი, 3 დღე 09:30-16:30/3 დღე 16:30-23:00, შესვენება 1 საათი)
ლოკაცია: თბილისი (დიღომი, ვაჟა ფშაველას გამზირი)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge; სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10 მაისი 2021.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |