www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / განცხადების ვადა: 21 მაისი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების ახალი სისტემების დანერგვა, განვითარება და განხორციელების მონიტორინგი
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი, მართვა და კონფიგურაცია
** ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლების მონიტორინგი, არსებული კონტროლების გაუმჯობესება, ახალი კონტროლების შემუშავება
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გაანალიზებაში მონაწილეობის მიღება
** ინფორმაციული უსაფრთხოების კომპონენტების შეფასებაში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ივენთების/ლოგების ანალიზი და გამოკვლევა
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ დაგროვილი/მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, შეჯამება
** სხვადასხვა სისტემების კონფიგურაცია SIEM-ზე მიერთების მიზნით
** SIEM-ის შემადგენელი ნაწილების (კონექტორების, ფილტრების, არხების) აწყობა
** IDS/IPS, მოწყვლადობის სკანერი, Malware ანალიზის ტექნოლოგიების მონიტორინგი
** ინციდენტების რეპორტინგი, განხორციელებული ქმედებების დოკუმენტირება
** ლოგების იდენტიფიკაცია და შესაბამისი ლოგების განსაზღვრა, რათა მოხდეს სისტემის ** რეკონსტრუქცია შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა (PAM, Endpoint Protection, SIEM, DLP, EDR, MDM, 2FA…)
** ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა: მონაცემთა სტრუქტურა, მონაცემთა ბაზები, ოპერაციული სისტემები, ქსელები და ა.შ.
** კომპლექსური პრობლემების ადვილად გაცნობიერება და გადაჭრის გზების მოძიება
** პროგრამული ენების/სკრიფტების წერის ცოდნა
** Regex-ის წერის შესაძლებლობა
** ქსელური პროტოკოლების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ITjobs@vtb.ge, სათაურის ველში [Subject] აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |