www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

სამედიცინო ლაბორატორია "სინევო" აცხადებს ვაკანსიას მედდის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:

** პაციენტებიდან სხვადასხვა ბიოლოგიური მასალის აღება.
** პაციენტებთან და ექიმებთან ურთიერთობის დამყარება ნებისმიერ ლაბორატორიულ საკითხთან დაკავშირებით.
** ლაბორატორიის კომპიუტერიზებულ სისტემაში მონაცემთა შეყვანა.
** ლაბორატორიის მიმღებში ფინანსური აქტივობებისა და მონაცემთა დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება
** პაციენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ვაკუტაინერული სისტემით სისხლის აღების გამოცდილება
** უპირატესობა ენიჭება კლინიკური ლაბორატორიის სფეროში გამოცდილების მქონეს.
** აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** თანამშრომლებთან კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზატორული უნარ-ჩვევების მაღალი დონე

სრული სამუშაო განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან რუსულ ენაზე, არაუგვიანეს 2021 წლის 27 მაისისა მისამართი: k.burnadze@synevo.ge და d.ginzburg@synevo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |