www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 24 მაისი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

"თბილისი მედიკ" მე-11 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტებისა და არსებული და პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის განკარგვის ეფექტურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@tbilisimedic.ge 2020 წლის 24 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |