www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: NexyTech
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

საქართველოს უმსხვილესი IT ჰოლდინგის, "UGT ჯგუფის" წევრი კომპანია "ნექსი ტექი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერზე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით.

თუკი თქვენ დაინტერესებული ხართ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით, გაქვთ IT სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და თვლით რომ ძალგიძთ ბიზნესის განვითარება და შედეგების მიღწევა - შეიძლება ეს ზუსტად ის სამუშაო იყოს, სადაც თქვენ გახსნით საკუთარ პოტენციალს და შეიქმნით წარმატებულ კარიერას. ასეთი სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ დეტალებს.

"ნექსი ტექის" დანიშნულებაა, დაეხმაროს დამკვეთებს მათ წინაშე მდგომი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტაში, მათთვის თანამედროვე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებული სერვისების უზრუნველყოფით.

პოზიცია: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
სპეციალიზაცია: ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და სერვისები

ძირითადი როლები და აქტივობები:

** პოტენციური დამკვეთების მოძიება, კომპანიის შეთავაზებებით მათი დაინტერესება და გაყიდვების შესაძლებლობების ინიცირება;
** გაყიდვის პროცესის წარმართვა და კლიენტთან ორმხრივად მისაღებ პირობებზე მოლაპარაკებებში მაღალი ჩართულობა;
** კომპანიის მომწოდებლებთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა, დამკვეთებისთვის კონკურენტუნარიანი შეთავაზების პირობების მისაღწევად;
** მაღალი ჩართულობა კომპანიისთვის ახალი პარტნიორების და მომწოდებლების შერჩევა-მოლაპარაკებების პროცესში;
** მაღალი ჩართულობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა განხორციელებაში.

სასურველი უნარები:

** ადამიანებთან ურთიერთობის ადვილად დამყარებისა და შეთანხმებების მიღწევის უნარი;
** ტექნიკური სახის ინფორმაციის ადვილად ათვისებისა და ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე გადმოცემის უნარი;
** დამოუკიდებლად და მიზანმიმართულად მოქმედებისა და შედეგების მიღწევის უნარი.

სასურველი ცოდნა და გამოცდილება:

** გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ცოდნა, გამოცდილება და ინტერესი;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.

კომპენსაცია:

** ხელფასი - კონკურენტუნარიანი საბაზო ანაზღაურება;
** ბონუსი - დაგეგმილი ამოცანების შესრულების შესაბამისად;
** პრემია - გაყიდვების მოცულობების შესაბამისად.

სხვა:

** შემოსავლების ზრდის პოტენციალი ბიზნესის ზრდასთან ერთად;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა საქართველოში ყველაზე მსხვილი IT ჰოლდინგის კომპანიებში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მოგვაწოდოთ მისამართზე: vacancy@ugt.ge

დროითი ჩარჩოები არ გვაქვს; ვაკანსია დასრულდება მაშინვე როგორც კი ვიპოვით შესაბამის კანდიდატს. გასაუბრებები ჩატარდება ონლაინ და მოწვევა მოხდება შერჩევით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |