www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების კონსულტანტი, ავტომექანიკოსი
მომწოდებელი: გეზ მოტორსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

კომპანია "გეზ მოტორსი" - Liqui Moly-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიებს:

1. საცალო გაყიდვების კონსულტანტი

მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა (ადგილზე შესწავლა)
** მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ
** მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
** ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება
** შესაბამისი პირისპირი, სატელეფონო, ტექსტური შეტყობინებებით და ელექტრონული ფოსტით ეფექტური და ეთიკური კომუნიკაციის დამყარების უნარი.
** სხვადასხვა საავტომობილო სისტემების საშუალო დონეზე ტექნიკური ცოდნა და მომხმარებლებისთვის ამავე სისტემების მარტივად ახსნის უნარი მომსახურების ან პროდუქტის გაყიდვის მიზნით.
** მოხმარებელზე გაწეული მომსახურების ან გაყიდული პროდუქტის სწორად დოკუმენტირების უნარი
** ციფრებთან და თანხებთან მარტივად მუშაობის უნარი.
** სერვის მენეჯრთან ერთად მომხმარებლის კმაყოფილების და სამუშაოების დადებითად შეფასებისათვის, მომსახურების დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი

მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის უნარი
** გამართული მეტყველება
** MS OFFICE- ის საშუალო დონეზე ცოდნა.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო (საშუალოდ 1300 ლარი)

2. ავტომექანიკოსი

მოვალეობები:

** სერვის მენეჯერთან და სხვა მექანიკოსებთან გუნდური მუშაობა .
** სატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური მოვლის დაწყება და დასრულება, მაგალითად, ძრავის ზეთის, გადაცემათა კოლოფის, სხვა საპოხი მასალების ( სითხეების ) და ფილტრების შეცვლა.
** ასევე, სასურველია სამუხრუჭე ხუნდების, საყრდენი დისკების, საბურავების და ნათურების შეცვლის ცოდნა ( სასურველია რომელიმე და უმჯობესია ყველა ერთად ) და სრული მომსახურების გაწევა.
** მომხმარებლის მანქანებთან დაკავშირებული, მომსახურების ზუსტი ისტორიის ჩანაწერების წარმოება სერვის მენეჯერთან შეთანხმებით
** ავტოსერვისის აღჭურვილობის გამოყენება ინსტრუქციის შესაბამისად, რეგულარული მოვლა და შეკეთება საჭიროებისამებრ.
** ახალი პროდუქტის ან აპარატის გამოყენების სწავლის შესაძლებლობებში სავალდებულო ჩართვა სამუშაო ცოდნისა და ტექნიკური უნარების განახლების მიზნით.
** უსაფრთხოების ზომების დაცვა ავტოსერვისში არსებულ დანადგარებთან, ხელსაწყოებთან, საპოხ მასალებთან და ქიმიკატებთან მუშაობისას.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლების დიპლომი ან ექვივალენტი. სასურველია დამატებით ტექნიკური განათლება, არსებული სერთიფიკატები ან უმჯობესია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საავტომობილო მომსახურების განხრით.
** სატრანსპორტო საშუალებების მექანიკური და ელექტრონული კომპონენტების საშუალო დონეზე ცოდნა
** ხელსაწყოებთან და სხვა ავტოსერვისის აღჭურვილობსთან მუშაობის გამოცდილება.
** მექანიკოსი უნდა იყოს ყურადღებიანი, კომუნიკაბელური, ტექნიკური დავალების შესრულებაზე და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული.
** თვითმოტივირებული და საიმედო თანამშრომელი დადებითი სამუშაო ეთიკით.

შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო (საშუალოდ 1100 ლარი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gezmotors.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |