www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო-სესხების ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას ავტო-სესხების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია მოძრავი ქონების შემფასებლის ლიცენზია
** საავტომობილო სექტორის ცოდნა
** კომპიუტერული უნარები - MS Office
** უცხო ენის ცოდნა - რუსული ენა, სასაუბრო დონეზე.

დამატებითი მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირება
** გადაწყვეტილების მიღება
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის მართვა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: vacancy@terabank.ge 10 მაისის 18:00 სთ-მდე.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ ქალაქი და პოზიცია რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |