www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 30 მაისი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს კონკურსს ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის თანამდებობაზე, სარეზერვო კადრების შესარჩევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება დადგენილი გრაფიკისა და ცვლების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან დაკავშირება კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
** დაზუსტებული ინფორმაციის გაცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე: წყვეტის (გეგმური, არაგეგმური) არსებობის შემთხვევაში - მისი მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა;
** მომხმარებლის მიმდინარე და/ან დაგროვილი დავალიანების ოდენობა და გადახდის ბოლო ვადა;
** დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლის მიერ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში - მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და მოთხოვნის შესრულების ეტაპი;
** გადანაწილებული დავალიანების გადახდის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია;
** აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის წესი და პირობები;
** ახალი მომხმარებლის მიერთების წესი და პირობები;
** საწარმოს მიერ მომხმარებელზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში, მისი გასაჩივრების წესი და ვადა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინფორმაციის მოპოვების და დარწმუნების უნარები;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი

შერჩევის ეტაპები:

რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება, ტესტირება, სტაჟირება-სწავლება;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო რეჟიმი: ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის ადმინისტრაციული შენობა (შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება წარმოებს დისტანციურად);
ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge (ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 მაისი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |