www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მანქანა-დანადგარების მექანიკოსი
მომწოდებელი: ფარკონი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 31 მაისი

შპს "ფარკონი" (http://www.farconi.ge) აცხადებს ვაკანსიას მანქანა-დანადგარების მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ხეთაგუროვის ქ. N22ა
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დარიცხული - 720₾; ხელზე ასაღები - 600₾

ფუნქციები:

** დანადგარების მართვა.
** დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
** ტექნიკური საკითხების ცოდნა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სიახლეების ათვისებისა და სწავლის უნარი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება, თუმცა ღია ვართ აღნიშნული სპეციალობით დაინტერესებული თანამშრომლების მისაღებად, რომელთაც, ამგვარ პოზიციაზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება არ აქვთ. მზად ვართ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად და სიახლეების თქვენთან ერთად დასანერგად.
თუ გაინტერესებს მანქანა დანადგარებთან მუშაობა, გაქვთ ამ მიმართულებით გარკვეული შემხებლობა და გინდათ გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** შრომისმოყვარე;
** აქტიური;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: Farconi.ge@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ "რეზიუმე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 597 60 62 67

CV-ის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 მაისი.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |