www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ITMC
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

შ.პ.ს."ტრანსპორტის მართვის საერთაშორისო კომპანია" (ITMC) არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს - საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო მიმართულებით. ემსახურება საქართველოში წამყვან კომპანიებს. კომპანია განახლებული დამფუძნებლების და მენეჯმენტის სტრუქტურით, ეძებს გამოცდილ, ზრდაზე ორიენტირებულ კადრებს, ახალი სიმაღლეების დასაკავებლად სატრანსპორტო სფეროში. მიმდინარედ ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებისგან შეკვეთების მიღება/დამუშავება CRM-ში
** ახალი დამკვეთების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის კლიენტებთან გრძელვადიანი და სანდოობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება
** ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისრულის უზრუნველყოფა
** შეკვეთების კონტროლი და დამკვეთთან უწყვეტი კომუნიკაცია კომპანიაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ლოჯისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ღიაობა სწავლასა და განვითარებისათვის

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და სამოტივაციო საბონუსე სისტემას, ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით), ელექტრონულ მისამართზე: info@itmc.com.ge | natia.gozalishvili@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |