www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მზიანი მოსავალი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 26 მაისი

შპს "მზიანი მოსავალი" საქართველოში რეგისტრირებული წამყვანი აგროკომპანიაა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში (ქვემო ქართლის რეგიონი) ფლობს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველ საწარმოს და დაახლოებით 200 (ორას) ჰექტარ მიწას. კომპანია თავად აწარმოებს და ასაწყობებს ისეთ აგროკულტურებს, როგორიცაა კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი და ხორბალი. "მზიანი მოსავალის" მთავარი პარტნიორია შპს "Wellington-ი", რომელიც ქართული ჩიფსის - "FRIXX"-ის მწარმოებელია.

შპს "მზიანი მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას აგროსაწარმოს აგრონომის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ნათესი მინდვრების ყოველდღიური მონიტორინგი;
** მცენარეთა დაავადებების პრევენცია და კონტროლი;
** აგროღონისძიებების ჩატარების დროს, როგორიცაა: ხვნა-თესვა, წამლობა, მოსავლის აღება, გამარგვლითი სამუშაოები და ა.შ. - ჩართულობა და დახმარება;
** მუშის პოზიციაზე დაქირავებული თანამშრომლების ზედამხედველობა;
** დასაწყობებული ბოსტნეულის შენახვის პირობების კონტროლი;
** ჩართულობა სხვა აქტივობებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრონომიის მიმართულებით
** პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ტრაქტორის მართვის ცოდნა
** მართვის მოწმობა, ბ კატეგორია
** სალაპარაკო ენები: ქართული და რუსული (ინგლისური ან გერმანული ჩაითვლება უპირატესობად).

სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლი, ბოლნისის რაიონი, სოფელი სავანეთი
სამუშაო საათები: შეთანხმებისამებრ
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე (800 ლარიდან 1500 ლარამდე)
დამატებითი შეთავაზება: ჯანმრთელობის დაზღვევა, საწვავით უზრუნველყოფა, კორპორატიული ტელეფონი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: MzianiMosavali@outlook.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |