www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტის მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სს "საქართველოს ბანკის" ჯგუფში შემავალი კომპანია "დიჯითალ არეა" (extra.ge) აცხადებს ვაკანსიას კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე.

Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი.

Extra.ge ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც "ექსტრას" მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.

Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

შესასრულებელი სამუშაო:

** გასაყიდი პროდუქტისათვის ციფრული კონტენტის შექმნა ამ პროდუქტის მახასიათებლების შესაბამისად.
** აღწერილობების მომზადება და ფოტოების დამუშავება;
** პროდუქტის აღწერილობის შედგენისას მომხმარებლის პრეფერენციებზე მორგება.
** კატეგორიების ჭრილში პროდუქტის მერჩენდაიზინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ქართულით წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ციფრული კონტენტის შექმნისა და მართვის სპეციფიკების ცოდნა;
** ციფრულ სივრცეში მომხმარებლის ქცევის ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** Adobe PS/AI-ის კარგი ცოდნა;
** იდენტურ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა;

უნარები:

** სტრესულ სიტუაციაში ლავირებისა და სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: careers@digitalarea.ge 10 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |