www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლოგისტ
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 27 მაისი

"ლოგისტ" არის ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც აწარმოებს გადაზიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვაკანსიის დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;

ფუნქციები:

** ახალი ბიზნეს კლიენტების მოძიება;
** კლიენტებთან ურთიერთობების წარმოება;
** კომპანიის პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
** შეხვედრების ორგანიზება;
** რეპორტინგი კვირის/თვის/კვარტლის/წლის ჭრილში;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office: MS Word, MS Excel, MS Outlook, MS Power Point);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სასაუბრო დონე.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: 10.00 - 19.00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: გამომუშავებით

გთხოვთ, არაუგვიანეს 27 მაისისა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@logist.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "დისტანციური გაყიდვების მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |