www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5309
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სარეზერვო თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: არ არის განსაზღვრული

სამუშაოს აღწერა:

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი აქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ მომხმარებელთან. თითოეული ადამიანი, რომელიც ისმენს მომხმარებლის აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

ჩვენი დისტანციური მომსახურების ცენტრს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ამ გუნდის წევრები ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში იღებენ ასობით ზარს, პასუხობენ შეკითხვებს და დისტანციურად ემსახურებიან მომხმარებლებს.

დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, შენ იქნები გუნდის ნაწილი, სადაც თავს იყრის მნიშვნელოვანი ცოდნა თიბისის ყველა პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ. აქ საშუალება გექნება გაიუმჯობესო და დახვეწო შენი საკომუნიკაციო უნარები და გაიგო მეტი ბაზარზე არსებული საჭიროებების შესახებ მომხმარებლის მხრიდან.

შენ, როგორც დისტანციური მომსახურების მენეჯერი:

** განახორციელებ სატელეფონო შეთავაზებებს კლიენტების მოზიდვის მიზნით;
** მოიზიდავ ახალ მომხმარებელს გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
** კლიენტთან პირველადი გასაუბრების შედეგად გამოავლენ მათ ზუსტ საჭიროებებს;
** ძველ კლიენტებს შესთავაზებ დამატებით საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტებს.

ველოდებით გამოხმაურებას, თუ:

** შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
** ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
** ხარ აქტიური, მიზანდასახული და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია.

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/5707

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 10 მაისი, 2021 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |